Menu

world-realestate.org

A+ A A-

გარდაიცვალა უდიდესი სპორტსმენი სარქის სარხაიანი

გარდაიცვალა უდიდესი სპორტსმენი სარქის სარხაიანი გარდაიცვალა უდიდესი სპორტსმენი სარქის სარხაიანი

გარდაიცვალა უდიდესი სპორტსმენი, თავისი დროის ლეგენდა, მაგიდის ჩოგბურთის ვირტუოზი, მრავალგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პროზიორი, მსოფლიო სტუდენტური თამაშების გამარჯვებული, (გუნდურ შეხვედრაში მარტო ყავს დამარცხებული ჩინეთის უძლიერესი ნაკრების სპორტსმენები) მაგიდის ჩოგბურთის პაგანინად წოდებული სარქის სარხაიანი. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს, რუსეთისა და იტალიის ნაკრებების მიღწევებში და უდიდესი ავტოროტეტით სარგებლობდა მსოფლიოს მცირე ჩოგნის საჩოგბურთო სამყაროში. მთელი ოჯახი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ესოდენ ღირსეული პიროვნების გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. 

სარქის სარხაიანი დაიბადა ქალაქ ბათუმში 1947 წელს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1966). დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი (1978). მსოფლიო ჩემპიონატები მეორე (1975 - შერეული წყვილი) და მესამე (1973 - გუნდური) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატები ხუთგზის მეორე (1966, 1968-გუნდური; 1970 - შერეულიწყვილი, კაცთა წყვილი, გუნდური) და ორ გზის მესამე (1974,1976) პროზიორი, სსრ კავშირის 23 გზის ჩემპიონი ერთეულებში, კაცთა და შერეულ წყვილებში, მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების ოთხ გზის ჩემპიონი, სსრკ წლის საუკეთესო მაგიდის ჩოგბურთელი (1971), იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1996).

 

 

Последнее изменениеВторник, 26 Январь 2021 17:33
Наверх