Menu

Для содержимого этой страницы требуется более новая версия Adobe Flash Player.

Получить проигрыватель Adobe Flash Player

world-realestate.org

A+ A A-

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ამ დღის აღსანიშნავად ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარე სკვერში შეიკრიბნენ და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

შესრულდა ქართული საგალობლები. ზურაბ პატარაძის შეფასებით, 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ამ დღეს საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის დამოუკიდებლობას. „მინდა გავიხსენო ის ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს. მათი სახელები იქნება უკვდავი. ჩვენ ყველას გვახსოვს 9 აპრილი, ეს იყო უმძიმესი წუთები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ვინ შესწირა თავი, თუ რა რთული მომენტები და რთული დრო აქვს განვლილი ჩვენს ქვეყანას.

 

 

2018 წლის აგვისტომდე ამ ადგილას გაიხსნება ახალი მემორიალი და გვექნება საშუალება ახალ მონუმენტთან მოვიგონოთ მათი სახელები,“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

Последнее изменениеЧетверг, 12 Апрель 2018 05:41
Другие материалы в этой категории: « Дорогие армяне Грузии, братский грузинский народ!
Наверх