Menu

Для содержимого этой страницы требуется более новая версия Adobe Flash Player.

Получить проигрыватель Adobe Flash Player

world-realestate.org

A+ A A-

„სუმგაითი“ - დანაშაული, ხანდაზმულობის ვადის გარეშე

„სუმგაითი“ - დანაშაული, ხანდაზმულობის ვადის გარეშე

 gerb

 

ԲԱԹՈՒՄՈՒՄ ՀԱՅԱՍՏԱՆԻՀԱՆՐԱՊԵՏՈՒԹՅԱՆԳԼԽԱՎՈՐՀՅՈՒՊԱՏՈՍՈՒԹՅՈՒՆ

ბათუმშისომხეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულო

CONSULATE GENERAL OF THE REPUBLIC OF ARMENIA IN BATUMI

 

პრესრელიზი

25.02.2018

„სუმგაითი“ - დანაშაული, ხანდაზმულობის ვადის გარეშე

30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულ ქალაქ სუმგაითში, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის - ბაქოს სიახლოვეს, მოხდა მასობრივი დანაშაული სომხური მოსახლეობის წინააღმდეგ. სამი დღის განმავლობაში 1988 წლის 27-29 თებერვალს - ღიად და შეუფერხებლად, დღისით–მზისით, სამართალდამცავი ორგანოების და ათასობით მოსახლეობის თვალწინ, აზერბაიჯანელების მონაწილეობით ხდებოდა უდანაშაულო სომხების სასტიკი მკვლელობები, გაუპატიურებები, მათ შორის ჯგუფური, წამება და დამცირება და მათი ქონების მიტაცება. შეუძლებელია დაჯერება, რომ ყოველივე ეს მოხდა ცივილიზებულ მე–20 საუკუნეში, მშვიდობიან დროს, საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც ამაყობდა თავისი ინტერნაციონალიზმითა და ტოლერანტობით.

 

 

            საბჭოთა პროპაგანდის ოფიციალური მონაცემების თანახმად, სამი დღის განმავლობაში დაიღუპა 27 სომეხი, დაიჭრა 100, გარბეულ იქნა 200 ბინა. არსებობს თვითმხილველთა მრავალი მოწმობა, რომ დამნაშავეები მიზანმიმართულად დევნიდნენ სომეხი ეროვნების მოქალაქეებს. ეს ჩვენებები დაფიქსირებულია სისხლის სამართლის საქმეებში, შემდგარი სასამართლო პროცესების მასალებში, არსებობს ვიდეომასალები და ფოტოსურათები, რომლებზეც ასახულია მოკლული სომხების გვამები.

სამი დღე აზერბაიჯანული ქალაქი იმყოფებოდა მკვლელებისა და ყაჩაღების ხელში, რომლებიც იდენდნენ სასტიკ მკვლელობებს, კლავდენენ და აწამებდნენ უდანაშაულო ხალხს. თუმცა ამ სამი დღის განმავლობაში არც აზერბაიჯანული ხელისუფლება და არც საბჭოთა კავშირის ხელისუფლება არ ჩარეულა სიტუაციაში და არუცდია სომხური მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა. და შემთხვევითი არ არის, რომ მომდევნო წლებში სომხების მასობრივი მკვლელობები განმეორდა მთელ აზერბაიჯანში, მათ კულმინაციად იქცა 1990 წლის იანვარში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მომხდარი სომეხთა დარბევები, რომლებიც ერთი კვირის მანძილზე 13–დან 19 იანვრამდე გრძელდებოდა. აზერბაიჯანის ხელისუფლების გენოციდური პოლიტიკის შედეგი გახდა 450 ათასზე მეტი სომხური მოსახლეობის იძულებითი დეპორტაცია და განდევნა აზერბაიჯანიდან.

სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედება, უფრო სწორად, დამრბევთა ხელშეწყობა, დაფიქსირებულია გამოძიებისა და სასამართლო პროცესების ფარგლებში მიცემული მოწმეთა მრავალი ჩვენებებით. ამავე მასალებში მოწმეები ადასტურებენ, რომ მკვლელობები სუმგაითში ხდებოდა ეროვნული ნიშნით; დამრბევებს ჰქონდათ ბინების სიები, რომლებშიც ცხოვრობდნენ სომხები, და თავდასხმას და სასტიკ ქმედებებს სწორედ ისინი განიცდიდნენ.

არსებობს მრავალი მოწმობა და ფაქტი, რომ მოკლული ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ხელოვნურად დაწეული ციფრი 27.

მიხეილ გორბაჩოვმა, რომელმაც მხოლოდ დარბევების მესამე დღეს გასცა ბრძანება სუმგაითში ჯარის შეყვანის თაობაზე, გასცა განკარგულება, რომ ეროვნული ნიშნით ჩადენილ მასობრივ მკვლელობებს მისცემოდა შეფასება, როგორც „ხულიგნური ჯგუფების მიერ ხულიგნური განზრახვით“ ჩადენილი ქმედება. ამ „დაკვეთის“ შედეგად, ერთი ცენტრიდან ორგანიზებული და მართული დანაშაული დაიყო ცალ–ცალკე სისხლის სამართლის საქმეებათ. სასამართლო პროცესების დიდი უმრავლესობა ჩატარდა ბაქოსა და სუმგაითში, სადაც დაზარელებული სომხები და მოწმეები – სუმგაითელი სომხები - შიშით ვერ ჩადიოდნენ, ხოლო სომეხი ადვოკატები მრავალი დაშინების შედეგად  იძულებულნი იყვნენ მონაწილეობა შეეწყვიტათ სასამართლო პროცესებში.  80-დან მხოლოდ ერთ მსჯავრდებულს მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი, დანარჩენებმა კი მიიღეს რამდენიმე წლიანი პატიმრობა, ბევრმა - მხოლოდ პირობითი. რამოდენიმე თვის შემდეგ დამნაშავეთა უმრავლესობა გაათავისუფლეს.  დანაშაულის ორგანიზატორები ვერ დადგინდა.

რამდენიმე თვის შემდეგ - 1988 წლის ნოემბერში სუმგაითელი მკვლელების პორტრეტები გამოჩნდა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მიტინგზე წარწერებით „დიდება სუმგაითის გმირებს“. ასე აზერბაიჯანში დამკვიდრდა სომხების მკვლელების ეროვნულ გმირებად გამოცხადების ტრადიცია.

ილიას ისმაილოვი, რომელიც 1988 წელს იყო აზერბაიჯანის მთავარი პროკურორი, 2002 წელს გაზეთ „ზერკალო“-სთვის მიცემულ ინტერვიუში (მოგვიანებით დაიხურა) განაცხადა: “დამნაშავეები, რომლებიც  ადამიანებს დარბევებისაკენ აქეზებდნენ (სუმგაითში), დღეისათვის ატარებენ სადეპუტატო მანდატებს და მილლი მეჯლისში არიან მოკალათებულნი.”

სუმგაითში სომხების ჟლეტას მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლის მომტანი დარბევები კიროვობადში (1988 წ. ნოემბერი), ბაქოში (1990 წ. იანვარი), ს. მარაგაში (1992 წლის აპრილი)... ის გარემოება, რომ დარბევები მეორდებოდა და მსგავსი მეთოდებით მიმდინარეობდა იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ეს ტრაგიკული მოვლენები არ იყო სტიქიური და თვითნებური.

2004 წლის 19 თებერვალს ბუდაპეშტში მომხდარი სასტიკი მკვლელობა, როდესაც ნატოს პროგრამით მიმდინარე კურსებზე „პარტნიორობა მშიდობისათვის“, აზერბაიჯანელმა ოფიცერმა ღამე ნაჯახით თავი მოკვეთა მძინარე სომეხ ოფიცერს, ხოლო შემდეგ თავის ქვეყანაში აყვანილ იქნა ყველაზე მაღალი დონის გმირის რანგში, არის ყოველივე ამის ყველაზე სარწმუნო მტკიცებულება. დანაშაულის ჩადენისთანავე აზერბაიჯანის ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მკვლელი - რამილ საფაროვი წარმოადგენს პატრიოტიზმის მაგალითს ახალგაზრდებისთვის.

2016 წლის აპრილში აზერბაიჯანმა ისევ ჩაიდინა ფართომასშტაბიანი აგრესია არცახის სომხური მოსახლეობის მიმართ, და ისევ, ოთხდღიანი საომარი მოქმედებების შედეგად დაფიქსირდა და საერთაშორისო ინსტანციებს გადაეცა ბარბაროსობის და მშვიდობიან მოსახლეობასთან, მათ შორის მოხუცებთან,  ანგარიშის სასტიკი გასწორების ფაქტები. ამ მოვლენების დროს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა თავი მოკვეთეს სამ სომეხ სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის ერთერთს - ცოცხლად. აპრილის ომის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც მკვლელი ატარებს მოკვეთილ თავს აზერბაიჯანულ ქალაქებსა და სოფლებში და სურათებს იღებს „ნადავლით“ ხელში. ამ მოვლენების შემდეგ მოკლე დროში მკვლელს საჯაროდ გადაეცა აზერბაიჯანის სახელმწიფო ჯილდო.

გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ტრაგიკულ მოვლენაზე, რომელიც გადახდა თავს ქალაქ აღდამის მახლობლად მდებარე სოფელ ხოჯალის მკვიდრებს. 1992 წლის თებერვლის ბოლოს მთიანი ყარაბაღის სამხედრო ქვედანაყოფებმა ჩაატარეს ოპერაცია სოფელ ხოჯალის ახლობლად განლაგებული ცეცხლოვანი წერტილების ჩახშობის და აეროპორტის გათავისუფლების მიზნით, საიდანაც მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი და სხვა დასახლებული პუნქტები მუდმივად იცხრილებოდა აზერბაიჯანული სამხედრო ფორმირებების მხრიდან. ამ ოპერაციასთან დაკავშირებული გარკვეული დეტალი დღემდე უცნობია. ოფიციალური ბაქო იყენებს ამ გარემოებას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ხოლო ხოჯალის მკვიდრების და სხვა აზერბაიჯანელი დევნილების ბედისწერა საიმედო ფარად იქცა, როგორც შიდა, ისევე საგარეო სახელმწიფო პროპაგანდის გაწევაში. მთელი ეს პროპაგანდა ტარდება მკვეთრად გამოხატული ანტისომხური ნიშნებით და გამოიყენება აზერბაიჯანელებს შორის სომხების მიმართ ეთნიკური აუტანლობისა და სიძულვილის გასაძლიერებლად.

აღდამის რაიონში ამ მოვლენების შედეგად სამოქალაქო პირის დაღუპვა აზერბაიჯაული ხელისუფლება ცდილობს წარმოუჩინოს მსოფლიო საზოგადოებას  როგორც სომხების მიერ თითქოს და ჩადენილი ხოჯალის მკვიდრების ჟლეტის ფაქტი, სინამდვილეში კი სომხურმა ჯარებმა შექმნეს ჰუმანიტარული კორიდორი მშვიდობიანი მოსახლეობის კონფლიქტის ზონიდან გასვლის მიზნით. ეს მოვლენები დღესაც შეიცავს მრავალ უზუსტობას, ცრუ ინფორმაციას და შეუსაბამოებებსა და თვითგამომრიცხავ გარემოებებს.

ხოჯალის მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა მოხდა აღდამის ტერიტორიაზე, იმ ქალაქში, სადაც განლაგებული იყო აზერბაიჯანული შეიარაღებული ფორმირებების დამკვრელი დაჯგუფება. ამ დაჯგუფების მრავალი მეთაური მოგვიანებით დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში ან გასამართლდა თავისუფლების აღკვეთით სხვადასხვა ვადით. სავარაუდოდ, მათ შორის, ხოჯალიში მომხდარი მოვლენების გამოც...

 http://xocali.net/EN/index.html.

ანტისომხური პროპაგანდა ისევ გრძელდება ახალ წარმოუდგენელ გამოვლინებით. 2018 წლის 8 თებერვალს „ენი აზერბაიჯანი“ პარტიის VI ყრილობაზე, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა: ... ჩვენი ისტორიული მიწები - ირევანის ხანობა (შენიშვნა: ერევანი), ზანგეზური, გეიჩა (შენიშვნა: ტბა სევანი). ამის შესახებ უნდა იცოდეს ახალგაზრდა თაობამ და მთელმა მსოფლიომ. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით - ჩვენი წინაპრების მიწების ისტორიით იქმნება სოლიდური სამეცნიერო ნაშრომები, ფილმების გადაღება, იმართება გამოფენები. ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში უფრო აქტიური უნდა ვიყოთ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უნდა გავმართოთ გამოფენები, პრეზენტაციები. იმიტომ რომ ირევანი - ჩვენი ისტორიული მიწაა, და ჩვენ, აზერბაიჯანელბი, უნდა დავბრუნდეთ ამ ისტორიულ მიწებზე. ეს - ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია, და ჩვენ თანდათანობით უნდა მიუახლოვდეთ მას...“.

.. https://azertag.az/ru/xeber/V_Baku_proshel_VI_sezd_Partii_Eni_Azerbaidzhan_OBNOVLENO_3-1135266

ყარაბაღის კონფლიქტის და „სუმგაითში“ მომხდარი მოვლენების, როგორც აზერბაიჯანის მიერ სომეხი ხალხის მიმართ წარმოებული პოლიტიკის, გენოციდის, ტერორის საჯარო გამოვლენის მიმოხილვისას, შეგახსენებთ ნობელის პრემიის ლაურეატის, დიდი ჰუმანისტის, აკადემიკოს ანდრეი სახაროვის სიტყვებს, რომელიც მან მოიყვანა მ.გორბაჩევის მისამართით 1992 წელს გამოქვეყნებულ ღია წერილში: „თუ კი ამაში ვინმეს ეჭვი ეპარებოდა სუმგაითის მოვლენებამდე, ამ ტრაგედიის შემდეგ არავის დარჩება არანაირი ზნეობრივი უფლება მოითხოვოს მთიანი ყარაბაღის აზარბაიჯანისადმი ტერიტორიული კუთვნილების შენარჩუნება“.

„სუმგაითს“ არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა, ყველა დამნაშავე და ორგანიზატორი უნდა დაისაჯოს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ორივე სომხური მხარე გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკების მაგიდასთან, მოგვარების სურვილს. ამ პრობლემის სომხედრო გზით მოგვარებას მომავალი არ გააჩნია, ვინაიდან ეს გზა მიგვიყვანს კონფლიქტის ესკალაციასა და ახალ მსხვერპლამდე, რაც არ შედის ორი მეზობლური ქვეყნის ხალხის ინტერესებში.

---------

Последнее изменениеПятница, 02 Март 2018 13:42
Наверх