9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა
- Опубликовано в Панорама
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ამ დღის აღსანიშნავად ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარე სკვერში შეიკრიბნენ და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.